საპატრიარქოს მიწის სამი ნაკვეთი გადაეცემა, მათ შორის ორი 1 ლარად, ერთი უსასყიდლოდ

  15:30:01     18-09-2024

მთავრობა საპატრიარქოს სამ მიწის ნაკვეთს გადასცემს. 13 სექტემბრით დათარიღებული განკარგულებების მიხედვით, ორ ნაკვეთს საპატრიარქო პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად მიიღებს, ერთს კი უსასყიდლოდ, 99-წლიანი სარგებლობის უფლებით.

საპატრიარქოს გადაეცემა:

  • გორის სოფელ ყელქცეულში - 215 389 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების ნაკვეთი;
  • თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩა #41ა-ში მდებარე 1004 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები ( სამი ნაგეგბობა) - 1 ლარად.
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში 5670 კვ/მ მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი -  1 ლარად. 

განკარგულებებს ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.