"ჩემი ძმის მკვლელი ოსები არასდროს იქნებიან ჩემი დები და ძმები" – შმაგი სოფრომაძის და ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე
17:00:53     17-09-2024
2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის, შმაგი სოფრომაძის და სოფო სოფრომაძე "ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება ბოდიშების მზაობაზე. ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნო შეხვედრაზე თქვა, რომ "ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". ამ განცხადებას კრემლი ქებით შეხვდა.
"ჩემი ძმის მკვლელები ოსები, ო ს ე ბ ი არასოდეს, არასოდეეეეეეეს იქნებიან ჩემი დები და ძმები. არასოდეეეეეეს. არ ვარ მიმტევებელი, ვერ ვიქნები, ვერ ვაპატიებ ჩემი ძმის ასე წამებრივ სიკვდილს, ვერ ვაპატიებ საწოლზე მიჯაჭვულ გამწარებულ დედას, ვერ ვაპატიებ ობლად დარჩენილ შვილებს. ვერ და არ, არასოდეს, არასოდეეეეს. მეც მესროლეთ ჯობია!!!!
დღეს ჩემი ძმის ორი ვაჟკაცი, რომლებსაც შეეძლოთ სწავლა ევროპაში გაეგრძელებინათ, უზრუნველი მომავლით, ჩვენი ხვეწნის მიუხედავად არ დატოვეს ქვეყანა, ორივენი პირველი და მეორე კურსის იუნკერები არიან, ისინიც დაუფიქრებლად გაივლიან იმ გზას რაც მათმა მამამ გაიარა, ისინი მამის და სამშობლოს სიყვარულის გზას აგრძელებენ, თავიანთი სურვილით და გადაწყვეტილებით…." - წერს სოფა სოფრომაძე.