Global Finance-მა საქართველოს ბანკის ციფრული ბანკი ინოვაციისა და ტრანსფორმაციის კატეგორიებში ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა
17:44:34     16-08-2024
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის 2024 წლის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში 45 კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის, დაჯილდოვდა როგორც ბიზნესის, ისე სამომხმარებლო ციფრული ბანკის საუკეთესო ინოვაციისა და ტრანსფორმაციისთვის. აღნიშნული დაჯილდოება პრესტიჟული გამოცემის, Global Finance-ის ინიციატივაა და იგი უკვე 25 წელია, საბანკო და ფინანსურ ორგანიზაციებს გამორჩეული პერფორმანსისთვის გადაეცემათ.
„საქართველოს ბანკი ყველა ასაკისა თუ ინტერესის მქონე მომხმარებლისთვის საყოველთაო პლატფორმებს ქმნის და ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრებისა და საქმიანობის წარმართვის უკეთეს შესაძლებლობებს აძლევს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის sCoolApp-ში ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად თამაში დაემატა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ხელშესახებ ბენეფიტებს სთავაზობს, ამასთან, უახლესი ჩატბოტი ფინანსური განათლების დონის ამაღლების დამატებითი წყაროა. აღსანიშნავია მობილბანკში ხელმისაწვდომი დაზღვევის ფუნქციონალებიც, რომელთა გამოყენება მომხმარებელს მობილურით, მარტივად შეუძლია“, - აცხადებს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
მისი თქმით, ინოვაციები დაინერგა ბიზნეს მომხმარებლებისთვისაც და მათ შესაძლებლობა აქვთ, სრულად ციფრულად გახსნან ანგარიში საქართველოს ბანკში, დისტანციურად გამოიყენონ საკუთარ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებები და საჯარო სერვისებითაც ციფრულად ისარგებლონ. შეთავაზებების პლატფორმა Ads მენეჯერი კი 1 500 000-მდე მომხმარებელსა და ბიზნესს ერთმანეთთან აკავშირებს.
„ჩვენ მონაცემთა ანალიზის, მანქანური დასწავლის მეთოდებისა და სხვა ტექნოლოგიური ინსტრუმენტების დახმარებით, დღითიდღე ვაუმჯობესებთ ციფრულ საბანკო გამოცდილებას და მას მომხმარებელზე ორიენტირებულს ვხდით. შედეგად, ვხედავთ, თუ რამდენად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაცია. აღნიშნული ჯილდო კი ამ ძალისხმევის აღიარებას ემსახურება, რისთვისაც მადლობას ვუხდით Global Finance-ს, ჩვენს გუნდსა და მომხმარებლებს“, - აცხადებს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
ინფორმაციისთვის, ინოვაციისა და ტრანსფორმაციის გარდა, 2024 წელს Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის, საუკეთესო მობილბანკის, საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზების, საუკეთესო UX დიზაინის და სხვა არაერთი კატეგორიის ფარგლებში დააჯილდოვა. გამარჯვებულების გამოსავლენად ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანია Infosys და მისი მსოფლიო დონის ჟიური მუშაობდა. გამარჯვებულების საბოლოო სია კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.
საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.