ვაშლიჯვარში მიწა გასკდა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

  14:13:06     06-08-2024

ვაშლიჯვრის ტერირტორიაზე, სადაც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია 16 სართულიან კორპუსს აშენებდა, ნაპრალები გაჩნდა. მოსახლეობის მტკიცებით, მთის ფერდზე მეწყრული პროცესები მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე სამშენებლო კომპანიის მძიმე ტექნიკა გამოჩნდა და ინტენსიური სამუშაოები დაიწყო. ხალხი რამდენიმე დღეა დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე დგაგან, მერია და შესაბამისი სამსახურები კი არ რეაგირებენ.