ომლეტი ბერძნულად
13:16:11     07-09-2011
მასალა:
2 ჭიქა რძე
2 ცალი კვერცხი
8 სუფრის კოვზი ფქვილი
12 ცალი ლეღვი
1 მუჭა ნუში
2 სუფრის კოვზი წვრილი ქიშმიში
მარილი
მუსკატის კაკალი
შაქარი
დარიჩინი
მცენარეული ზეთი ან მარგარინი
ომლეტისათვის მოვზილოთ ცომი ფქვილის, კვერცხის, მუსკატის კაკლის და რძისაგან, დავამატოთ მარილი და გავაჩეროთ 30 წუთი. ლეღვი წვრილად დავჭრათ, ასევე დავანაწევროთ ნუში და შევურიოთ წვრილი ქიშმიში, ყველა ეს სპეცია შემდგომ ცომს დავამატოთ. ყველაფერი ფრთხილად გადავურიოთ. ომლეტი შევწვათ კარგად გაცხელებულ ზეთში, მოვაყაროთ შაქარი და დარიჩინი. სუფრაზე მაშინვე მივიტანოთ.