ეს არის არა "მეგობარი აქტი", არამედ "დაუძინებელი მეგობარი აქტი" – ირაკლი კობახიძის რუსული პროპაგანდა
12:46:59     31-07-2024
პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება და რომ ქართული მხარე მოლოდინის რეჟიმშია. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ამერიკელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერებულ კრიტიკულ გზავნილებზე, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებზე.
"რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ იცით, რომ გასული სამი-ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა.... თუ ნახავთ ამ აქტის შინაარსს, ეს არის არა "მეგობარი აქტი", არამედ ეს არის "დაუძინებელი მეგობარი აქტი". ასე უნდა ერქვას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი შეიცავს შანტაჟს, პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს. არ შეიძლება ამ აქტს დაარქვა "მეგობარი აქტი" და ამ აქტის მთავარ მიზნად აქციო შანტაჟი. ეს თავისთავად არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას", - თქვა კობახიძემ.