საქართველოს ბანკი კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის Ads მენეჯერზე შეხვედრას გამართავს

  16:28:26     26-07-2024

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარებას და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 29 ივლისს, კვების ობიექტების, კაფეებისა თუ რესტორნების წარმომადგენლებისთვის შეხვედრას გამართავს. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ბანკის  Ads მენეჯერის შესახებ ორგანიზებული შეხვედრების სერიის ნაწილია. პირველი ღონისძიება ახლახან სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებულებისთვის შედგა.

ღონისძიებას საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი გაუძღვება და იგი შემდეგ საკითხებზე ისაუბრებს:

  • Ads მენეჯერის შესაძლებლობები;
  • როგორ შექმნათ ფასდაკლების, ქეშბექის ან, თუნდაც, PLUS ქულის შეთავაზება;
  • რომელია თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტური სეგმენტი.

გარდა ამისა, შეხვედრის დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეთავაზება ადგილზევე შექმნან.

 

ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი რეგიონში უნიკალური ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი შეთავაზება განათავსოს ისეთ არხებში, რომლებსაც 1 500 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს. ესენია საქართველოს ბანკის მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge.

პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების შეთავაზებების შექმნა საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, ასევე ანალიტიკურ მონაცემებზე დაკვირვება და ბიზნესის პროგრესის შეფასება. პლატფორმა მომხმარებელს შეთავაზების მიზნის, ტიპის, პირობებისა და შეზღუდვების არჩევის, ასევე გაშვებიდან - რეპორტინგამდე სრული პროცესის ციფრულად მართვის შესაძლებლობას აძლევს.

შეხვედრა თბილისში, ილია ჭავჭავაძის 29 ნომერში, SOLO ლაუნჯში, გაიმართება.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.