გერმანიაში ქურდობის მცდელობისთვის 45 წლის ქართველი დააკავეს
12:38:53     23-07-2024
გერმანიაში, ქალაქ ესენში ქურდობის მცდელობისთვის 45 წლის ქართველი დააკავეს. გერმანიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
ვკითხულობთ, რომ ქართველი, რომელიც ბინაში შეღწევას ცდილობდა ბინის მეპატრონემ შენიშნა.
მისი დანახვისას კაცი გაიქცა და რამდენიმეწუთიანი დევნის შემდეგ, ის პოლიციამ დააკავა. დაკავებისას ქართველს ყალბი საბუთები აღმოაჩნდა.
გარდა ამისა, მისი ჩხრეკისას ამოიღეს ძარცვისთვის საჭირო იარაღები. დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.