კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა
12:37:04     23-07-2024
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დაადასტურა, რომ მოიპოვა საკმაირის რაოდენობის დელეგატების მხარდაჭერა იმისთვის, რომ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა.
"დღეს მე ვამაყობ იმით, რომ მივიღე ფართო მხარდაჭერა, რათა გავმხდარიყავი ჩვენი პარტიის ნომინანტი და როგორც კალიფორნიის შვილი, ვამაყობ, რომ ჩემი მშობლიური შტატის დელეგაციამ ხელი შეუწყო ჩვენი კამპანიის დაწინაურებას. მოუთმენლად ველი, რომ მალე ოფიციალურად მივიღებ ნომინაციას.
მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, მე ვიმოგზაურებ მთელ ქვეყანაში და გავესაუბრები ამერიკელებს ყველაფერზე, რაც ხაზზეა. მე სრულად ვაპირებ გავაერთიანო ჩვენი პარტია, გავაერთიანო ჩვენი ერი და დავამარცხო დონალდ ტრამპი ნოემბერში," - განაცხადა ჰარისმა პირველი წინასაარჩევნო შეხვედრის წინ.