განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

  11:55:11     19-07-2024

განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და 18 ივლისს, თანატოლებთან ერთად წავიდა მდინარაზე. ბიჭი სხვა ბავშვებმა ადგილზე მისვლიდან მალევე ვეღარ შეამჩნიეს და ძებნა დაიწყეს. ნაპირზეა ნაპოვნი მოზარდის ტანსაცმელიც. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე ბანაობა საფრთისშემცველია, თუმცა ადგილზე ამკრძალავი ნიშნები არ არის.