გალტ & თაგარტი კაპიტალის ბაზრების შესახებ ვებინარს გამართავს

  20:42:21     16-07-2024

გალტ & თაგარტი, ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო - კვლევითი ბანკი, 18 ივლისს 19:00 საათზე კაპიტალის ბაზრის სიახლეებით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ ვებინარს  გამართავს. ვებინარზე სპიკერები 2024 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვას, მიმდინარე წლის მოლოდინებსა და გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების კვლევებს წარმოადგენენ.

 

ვებინარის სპიკერები არიან ნიკოლოზ მაზანაშვილი, გალტ & თაგარტის გაყიდვების ჯგუფის უფროსი და გიორგი ცქიტიშვილი, გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების ასოცირებული მკვლევარი.

 

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, კაპიტალის ბაზრის ტენდენციების შესახებ შეკითხვები დასვან, ამასთან, გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნონ.

 

„მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ინვესტიციებით დაინტერესებულ ადამიანებს, ანალიტიკოსებს, ფინანსისტებს თუ სხვა პირებს საფონდო ბირჟისა და საინვესტიციო მიმართულებით 2024 წლის პირველი ნახევრის სიღრმისეული მიმოხილვა გავაცნოთ, გავუზიაროთ მათ სასარგებლო მიგნებები, პროგნოზები და კაპიტალის ბაზრის დინამიკურ გარემოში მათთვის გზამკლვევის როლი შევასრულოთ. გალტ & თაგარტი უკვე 20-წელზე მეტია, მომხმარებლებს საინვესტიციო კვლევების, ფინანსური კონსულტაციებისა და აქტივების მართვის კუთხით დახმარებას უწევს და მუდმივად განახლებულ ინფორმაციას აწვდის. ჩვენ მომავალშიც არაერთ ინიციატივას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, - ამბობენ გალტ & თაგარტში.  

 

ვებინარზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ Galt & Taggart-ის ვებგვერდს.