ტრამპზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია - დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი პირი

  13:07:24     14-07-2024

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, პირი, რომელმაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში წინასაარჩევნო მიტინგის დროს ესროლა, იდენტიფიცირებულია, როგორც 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი.

"FBI-მ დაადგინა 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, პენსილვანიიდან, როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში 13 ივლისს, პენსილვანიაში... ეს რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად და ნებისმიერს, ვისაც აქვს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაეხმაროს გამოძიებას, შეუძლია გამოაგზავნოს ფოტოები ან ვიდეოები ონლაინ მისამართზე (FBI.gov/butler), ან დარეკოს FBI-ში (1-800-CALL-FBI)," - განუცხადა FBI-იმ Fox News Digital-ს.