"ქართული ოცნება" საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს – კუბილიუსი

  18:02:03     12-07-2024

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს:

"ქართული ოცნება საქართველოს ევროკავშირში ვერ შემოიყვანს. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართველებს შეუძლიათ ხმა მისცენ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და დააბრუნონ თავიანთი ქვეყანა [ევროატლანტიკური ინტეგრაციის] გზაზე.

თუმცა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება უნდა დარჩეს ერთიანი და ერთგული ქართული ქარტიის მიმართ", – აცხადებს კუბილიუსი.