საქართველოს ბანკი და „ფაბრიკა თბილისი“ ახალ პარტნიორობას იწყებენ

  17:33:46     28-06-2024

საქართველოს ბანკი, ბიზნესის მხარდაჭერას  ახალი პარტნიორობების დამყარების გზით განაგრძობს. მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისთვის, საქართველოს ბანკისა და ფაბრიკა თბილისის თანამშრომლობა დაიწყო.

ფაბრიკა თბილისი მულტიფუნქციური კულტურული ცენტრია,  რომელიც სახელოვნებო სტუდიებს, საერთო სამუშაო სივრცეს, ურბანული სტილის კაფეებსა და ბარებს, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ტიპის დაწესებულებებს მოიცავს.

მეწარმეებისა და შემქმნელების მხარდასაჭერად, ფაბრიკა გახსნის დღიდან მასპინძლობს ღია ბაზრობებს, რომლის მხარდამჭერი ამიერიდან საქართველოს ბანკია. ფაბრიკა თბილისი და საქართველოს ბანკი 2024 წლის განმავლობაში სამ ღია ბაზრობას გამართავენ. მათ შორის პირველია - Vintage Market  (ვინტაჟური ტანსაცმლისა და ნივთების ბაზრობა), რომელიც 6-7 ივლისს ჩატარდება. გარდა ამისა, წლის განმავლობაში, ფაბრიკა თბილისი, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წიგნისა და საშობაო ბაზრობებსაც გამართავს.

ვინტაჟური ბაზრობის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ და შეიძინონ სხვადასხვა ტიპის პროდუქცია საწარმოებიდან და მაღაზიებიდან, რომლებიც ბიზნესს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებით მართავენ. ჯამში, ფაბრიკა თბილისის სივრცეში ვინტაჟურ ბაზრობაზე 20 მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება წარმოდგენილი.

„მოხარული ვართ, რომ პარტნიორობა დავიწყეთ ფაბრიკა თბილისთან, რომელიც დედაქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრია როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე, უცხოელი ვიზიტორებისთვის. საქართველოს ბანკისა და ფაბრიკა თბილისის ღირებულებები მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით თანხვედრაშია ერთმანეთთან და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ღია ბაზრობებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი მომხმარებლის შეძენასა და პროდუქტების პოპულარიზაციაში დაეხმარება. საქართველოს ბანკი მუდმივად ეძებს ახალ გზებს ბიზნესის მხარდაჭერისთვის, მათი ზრდის ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის. აღნიშნული პარტნიორობაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. იმედი გვაქვს, ბაზრობებზე ბევრი საწარმო და ბიზნესი მიიღებს მონაწილეობას, ჩვენ კი არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ მათ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Vintage Market-ზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ ბმულს.

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.