"14 წლიდან ნარკოტიკების მომხმარებელია" – ადვოკატი ლილოში სასტიკად მოკლული ქეთი ჯავახიშვილის მკვლელზე

  19:07:07     26-06-2024

"ნარკოტიკების მოხმარების შედეგად არიან ორივე დაღუპული" - ამ ხმაურიანი კომენტარის ავტორი 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანის ადვოკატია.  კლარა შუკვანი უარყოფს ინფორმაციას, რომ დანაშაული გენდერული ნიშნითაა ჩადენილი. 

"გენდერის ნიშნით არ არის, არ დგინდება. ნარკოტიკების მოხმარების შედეგად არიან ორივე დაღუპული, ნარკოტიკების შედეგად არის ეს უბედურება. დღეს ნარკოტიკული საშუალებები ნებადართულია, რის შედეგადაც ასეთი შედეგი მივიღეთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სამწუხაროდ, 14 წლიდან ყოფილა ნარკოტიკების მომხმარებელი, ახლა ისეთი მდგომარეობა ჰქონდა, დიდი დოზაც არ ჰყოფნიდა, ამ ნარკოტიკების ზემოქმედების შედეგად, ნორმალურ მდგომარეობაში არ იყო და ეს უბედურება დატრიალდა",- განაცხადა შუკვანმა.