სოსო ჯაჭვლიანმა წულუკიანის უწყებას სასამართლო დავა სიკვდილის შემდეგ მოუგო

  18:25:32     26-06-2024

სოსო ჯაჭვლიანმა წულუკიანის უწყებას სასამართლო დავა სიკვდილის შემდეგ მოუგო - მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციამ კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა 2022 წელს დაიწყო.

დავის მიზეზი 2021 წელს სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბათუმში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის გაუქმებაა, რის მიზეზადაც უწყებამ ეპიდვითარება დაასახელა. ამის გამო, მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციამ ქართულ მკლავჭიდის ფედერაციას სოლიდური ჯარიმა  - 900 ათასი დოლარი  და 20 ათასი ევრო დააკისრა.

სოლიდური ჯარიმის გარდა, ქართველ მკლავჭიდელებს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს - მაშინ არსებული ინფორმაციით, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაძლოა ეს დისკვალიფიკაცია მუდმივი გამხდარიყო.