"გამაგებინონ, რომ ჩემი სადღაც გადაადგილების თავისუფლება შევწირე ჩემს ქვეყანას" – მდინარაძე აშშ–ის სანქციებზე

  18:12:20     26-06-2024

მამუკა მდინარაძე ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის აშშ–ის მიერ სანქცირებულთა სიაშია და ამბობს, რომ სურს გაიგოს შესწირა თუ არა გადაადგილების თავისუფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესებს: 

"გამაგებინონ, ის მაინც მეცოდინება სანქცირებული ვარ თუ არა, რომ ჩემი სადღაც გადაადგილების თავისუფლება შევწირე ჩემს ქვეყანას. ზუსტად მეცოდინება და ამაყი ვიქნები ამით. ადამიანები სიცოცხლეს სწირავდნენ თავისას, დიდ ამბავი, გადაადგილების თავისუფლებას შევწირავ მეც, კი ბატონო", - ამბობს მდინარაძე.