საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს აგრომეწარმეობის კურსი დაემატა
12:19:43     26-06-2024
საქართველოს ბანკი აგრობიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაზე Businesscourse.ge აგრომეწარმეობის კურსი განათავსა, რომელიც დამწყებ თუ გამოცდილ ფერმერებს წარმოების, უსაფრთხოების, გაყიდვების არხების და მეურნეობის მართვის სხვადასხვა კომპონენტებს გააცნობს.
ბიზნესკურსის მიზანია, ფერმერებმა უფრო მეტი გაიგონ სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ, მიიღონ მეტი ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის როლზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, შედეგად კი შეძლონ მეურნეობის განვითარება.
ბიზნესკურსი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ გუნდთან ერთად მოამზადა და 10 ვიდეოგაკვეთილს მოიცავს. კურსზე განხილული იქნება შემდეგი თემები
- საქართველოს აგროსექტორის მიმოხილვა;
- სასურსათო უსაფრთხოების არსი;
- აგროწარმოება;
- დამატებული ღირებულების წარმომქმნელი ბიზნეს მოდელები;
- შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა;
- ბაზრების დივერსიფიცირება და DCFTA;
- რატომ უნდა გახდე ფერმერი;
- თანამედროვე სოფლის მეურნეობა;
- რატომ უნდა გახდე ფერმერი.
აღსანიშნავია, რომ კურსი ხელმისაწვდომია ვიდეოგაკვეთილების ფორმატში და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
„ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც ბიზნესების გაძლიერებისთვის, თანამედროვე გამოწვევებზე გამკლავებისა და მათთვის ცოდნის გაზიარებისთვის შეიქმნა. დღეს ბიზნესკურსის პლატფორმა 47 კურსს აერთიანებს და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რეგულარულად ვქმნით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტურ კურსებს და მას უფასო ონლაინ პლატფორმაზე ვათავსებთ. მათ შორისაა კურსები მარკეტინგზე, გაყიდვებზე, ტექნოლოგიებზე და სხვა, ამჯერად კი მათ რიცხვს აგრომეწარმეობის კურსი შეემატა. საქართველოს ბანკისთვის აგრომეწარმეობის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ფერმერთა ასოციაციის ჩართულობით, მომხმარებლებს ამ თემაზე უფასო კურსი შევთავაზოთ. ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივას გავაცნობთ სექტორს, მათ შორის აგრო ბიზნესში ჩართულ პირებს“, - ამბობს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.
ბიზნესკურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ამ ბმულს. აგრო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობებზე კი გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.