საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებს ტექნოლოგიურ პლატფორმებზე შეღავათებს სთავაზობს

  14:36:45     13-06-2024

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაზიარებას აგრძელებს და მათი საქმიანობის გამარტივების მიზნით ტექნოლოგიურ პლატფორმებზე საშეღავათო პირობებს სთავაზობს. ამიერიდან, საქართველოს ბანკის პარტნიორ  მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს შეუძლიათ როგორც Mastercard, ისე Visa ბიზნეს ბარათით  მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგიური ბრენდების პლატფორმები გამოიწერონ და მიიღონ ფასდაკლება, ქეშბექი ან ისარგებლონ უფასო სერვისებით.

აღნიშნული შეთავაზება  Google-ის, Hotjar-ის, Microsoft-ის, Monday.com-ის, Notion-ის და 50-მდე სხვა გლობალური ბრენდის ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებზე ვრცელდება. მათი საშუალებით, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გამართონ შიდა და გარე კომუნიკაციები, მართონ ადამიანური რესურსები, ფინანსები, საბუღალტრო პროცესები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ შეღავათები 5-დან 40%-მდე ფასდაკლებას მოიცავს; ტექ. პლატფორმების ნაწილის გამოყენება კი ბიზნესებს, შეთავაზების ფარგლებში სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ. მათი სრული სია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

„მოხარული ვართ, რომ გლობალური გადახდების გიგანტ კომპანიებთან, Mastercard-თან და Visa-სთან თანამშრომლობით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. მიგვაჩნია, რომ  ბიზნესებისთვის რესურსების დაზოგვა და უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ვაგრძელებთ შეთავაზებას ყველაზე ცნობილ და ეფექტიან პლატფორმებსა და ინსტრუმენტებზე, რომლებიც მეწარმეებს დროის, ფინანსებისა და სხვა რესურსების დაზოგვაში დაეხმარება.  ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მომავალშიც არაერთ მსგავს შეთავაზებას წარვუდგენთ მცირე და საშუალო მეწარმეებს“, - აცხადებს მაია გორგილაძე, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

შეთავაზებებით სარგებლობისთვის ესტუმრეთ ამ ბმულს.

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და და პროცესში შეუკვეთეთ სასურველი ბიზნეს ბარათი.