როკ–ბალადა, რომელიც თავისუფლების სიმბოლო გახდა

  11:07:17     06-09-2011

Wind of Change  როკ-ბალადაა, რომელიც ცნობილი გერმანული ჰარდ-როკ ჯგუფ „სკორპიონსის“ ვოკალისტმა კლაუს მაინემ შექმნა. სიმღერა შევიდა ჯგუფის 1990 წლის ალბომში. 1991 წელს ის გერმანიის ჩარტების სათავეში მოექცა, ხოლო შემდეგ, ევროპის 7 ქვეყნის ტოპ-ათეულში დიდი ხნის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო.

სიმღერა ეძღვნება იმ სოციოპოლიტიკურ ცვლილებებს, რომლებიც 1989-91 წლებში მიმდინარეობდა ევროპაში, როდესაც დაინგრა ბერლინის კედელი და გაერთიანდა გერმანია, დამთავრდა ე.წ. ცივი ომი და კომუნიზმის ეპოქა.

ეს სიმღერა გახდა გერმანიის რეუნიფიკაციის არაოფიციალური ჰიმნი და გერმანელი ხალხის თავისუფლების სიმბოლო.

კომპოზიცია, რომელიც 5:10 წუთის ხანგრძლივობის არის, თავდაპირველად იწყება წყნარი, მელოდიური სტვენით და რითმ-გიტარის აკორდებით, ხოლო ტექსტის პირველი სტრიქონები ასეთია:

„I follow the Moskva,
 Down to gorky park,
 Listening to the wind of change.
 An August summer night,
 Soldiers passing by,
 Listening to the wind of change...“

1991 წელს სიმღერა სინგლის სახით გამოიცა. საერთოდ ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით, მისი 6 მილიონი ასლი გაიყიდა.