საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები ბავშვთა დაცვის დღეს

  16:57:15     31-05-2024

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკი sCool Card-ის მფლობელებს   სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.  

sCool Card-ის შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება შემდეგ ობიექტებში:

  • თოლია – 50% cashback, მაქს. 20₾
  • Lumiers Chimney Cake – 50% cashback, მაქს. 20₾;
  • Miniso – 50% cashback, მაქს. 50₾;
  • ბიბლუსი – 50% cashback, მაქს. 50₾;
  • Bershka – 50% cashback, მაქს. 50₾;
  • მთაწმინდის პარკში საბავშვო ფესტივალის პარტნიორი კომპანიები – 20% cashback, შერჩეულ ობიექტებში, მაქს. 20₾;
  • East Point-ის გასართობი ცენტრი „ფოკუს მოკუსი“ – სპეციალური პაკეტი – 30 ლარად 10 ატრაქციონი;
  • ExtraMeat-ის პავილიონი – 50% cashback, მაქს. 20₾ (ქუთაისი);
  • Posh Nosh – 50% cashback, მაქს. 20₾ (ბათუმი).

ქეშბექით სარგებლობისთვის, საჭიროა გაიაქტიუროთ სასურველი შეთავაზება sCoolApp-ში და გადაიხადოთ sCool Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალზე. ქეშბექი ვრცელდება ჩამოთვლილი კომპანიების ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში და სხვა.

ტრადიციულად, 1 ივნისთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკში ჩატარდება თბილისის საბავშვო ფესტივალი, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ახალ გამოწვევებში, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, და გამოცადონ ახალი თავგადასავლები. ღონისძიების გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია.

ამასთან, საქართველოს ბანკის sCoolApp-ის მხარდაჭერით, ისთ ფოინთში გაიმართება ღონისძიება საქართველოს ბანკის თამაშის - „სხვა სამყაროს“ თემატიკით. სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სხვადასხვა შოუს, ითამაშონ სახალისო თამაშები და დასაჩუქრდნენ.

sCoolApp-ის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.