ბოსტნეულის ჩაშუშული
10:58:32     06-09-2011
მასალა:
250 გრამი სტაფილო
250 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო
250 გრამი სატაცური
250 გრამი სოკო
1 ½ სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
2 არასრული სუფრის კოვზი ფქვილი
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
ცოტა შაქარი, მარილი
გათლილი, შუაზე გაჭრილი კარტოფილი (წვრილი კარტოფილები შეგვიძლია მთელები დავტოვოთ), დაყოფილი ყვავილოვანი კომბოსტო, დაჭრილი სატაცური მოვშუშოთ მსუბუქად დამარილებულ წყალში ½ სუფრის კოვზ კარაქთან და ცოტა შაქართან ერთად. სოკო გავასუფთავოთ, კარგად გავრეცხოთ, დავასხათ ცივი წყალი და მივიყვანოთ დუღილამდე (ხშირად უნდა ვურიოთ რომ ქვიშა დაჯდეს). წყალი გადავუსხათ, დავასხათ სოკოს ახალი წყალი და წამოვადუღოთ. შემდეგ სოკო დავდგათ დასაწურად, შემდეგ შევურიოთ ბოსტნეულს. დარჩენილი კარაქისა და ფქვილისაგან მოვამზადოთ ღია ფერის საწებელი, დავამატოთ ცოტა წყალი, რომელშიც ბოსტნეული იხარშებოდა. მიღებული საწებელი შევურიოთ ბოსტნეულს, დავუმატოთ ოხრახუში. ამ კერძთან ერთად შეგვიძლია სუფრაზე მივიტანოთ შნიცელი და მოხარშული ახალი კარტოფილი.