"სამართლებრივ პრინციპებს ეფუძნება, ვუმტკიცებდი ამას ბატონ კანცლერს" – ირაკლი კობახიძე რუსულ კანონსა და შოლცთან შეხვედრაზე
17:03:14     12-04-2024
"სამართლებრივ პრინციპებს ეფუძნება, ვუმტკიცებდი ამას ბატონ კანცლერს", - საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რუსულ კანონთან დაკავშირებით ოლაფ შოლცის კრიტიკას "ქართული ოცნების" პროპაგანდით უპასუხა:
"რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს უცხოური გავლენების შესახებ, ის ეფუძნება სამართლებრივ პრინციპებს. მე ვუმტკიცებდი ამას ბატონ კანცლერს. ევროკავშირის კომისიის მიერ იქნა ამგვარი კანონი დამტკიცებული. დემოკრატიას არ აქვს ალტერნატივა, დამოუკიდებელ, სამართლებრივ ქვეყანაში, ამაში მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული. ერთადერთი რაც კანონპროექტის მიზნად გვესახება, ის არის იმ ფინანსების გამოქვეყნება, რომლებიც იმ ორგანიზაციებში მიედინება, რომლებიც აი, ამ მონაცემებს არ აქვეყნებენ. მაგალითად, რეგიონული ორგანიზაციები საქართველოში რატომ არ უნდა აქვეყნებდნენ ამ მონაცემებს? რაც შეეხება სამართლებრივ აქტებს საქართველოს მთავრობისა, გადავწყვიტე რომ ისინი გამოვაქვეყნოთ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობის ოპერატიულობა შევინარჩუნოთ. უნდა არსებობდეს გარკვეული, მინიმალური ზღვარი გამჭვირვალობისა. ახლა ხდება ისე, რომ უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ საქართველოს გარკვეულ ორგანიზაციებში, მათ თავისი მიზნების განხორციელება სურთ. მაგალითად, საპარლამენტო არჩევნების გარდაქმნა ქუჩის პროტესტებად, რადიკალური, პოლარიზებული ორგანიზაციების დაფინანსება ხდება უცხოეთიდან. ასევე, არალეგალური პარტიების მხრიდან და ეს ძალიან კარგად გვესმის, რომ გარკვეულ დონორებს რატომ აქვთ ინტერესი, რომ გადმოსცენ თანხები ამა თუ იმ ორგანიზაციებს. საკმაოდ პრიმიტიული როლი აკისრიათ ამ ორგანიზაციებს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებისა. ეს პროცესი საკმაოდ ღიაა. რაც შეეხება დისკუსიებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის, გერმანიაში შევისწავლე ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ კანონი თავის ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში დემოკრატიის ჩამოყალიბებაში," - ამბობს კობახიძე.