თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან - 6%-ზე მაღალი საბაზო სცენარი

  14:56:15     02-04-2024

ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ძლიერ ზრდაზე მიუთითებს, რაც თიბისი კაპიტალის უახლეს პუბლიკაციებშია ასახული. ამ ფონზეც კი, თებერვალში ეკონომიკის 9.5%-იანი მატება მოლოდინებს აღემატება. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა გაზრდილი სავალუტო შემოდინებები და საინვესტიციო მოთხოვნა, ამჯერად დამატებით ხაზგასასმელია წლის დასაწყისიდან საკმაოდ მაღალი ფისკალური სტიმული და, ასევე, უკვე მარტის მონაცემებზე დაყრდნობით, მიგრაციის ეფექტის არსებითი გაუმჯობესება. თავისთავად, მორიგი მობილიზაციის ტალღისა და არასტაბილურობის რისკის ზრდის ფონზე, პოზიტიურ ეფექტებზე საუბარი მიზანშეწონილი არაა, თუმცა მიგრაციის ეფექტის მთლიანობაში დადებითი ეკონომიკური ზეგავლენა სახეზეა.

 

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის საბაზო სცენარი 6%-ს აღემატება.

 

გაეცანი პუბლიკაციას ბმულზე.