ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“ შოურუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა

  14:32:29     02-04-2024

„ვოლვო ქარ საქართველომ“ 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, შოურუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დარგის ექიმები დაესწრნენ, რომლებსაც კომპანიამ პროფესიული დღე მიულოცა.  

შეხვედრის მთავარი მიზანი ის საერთო ღირებულებები გახლდათ, რომლებიც „ვოლვოსა“ და ექიმებს აერთიანებთ - ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. 

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიას“ მარკეტინგის მენეჯერი: „გვიხარია, რომ ვოლვოს გუნდის სახელით შესაძლებლობა გვქონდა, ექიმებისთვის პროფესიული დღე მიგველოცა. ჩვენი ბრენდისთვის ადამიანის სიცოცხლე,ისევე როგორც ამ პროფესიისწარმომადგენლებისთვის, უმნიშვნელოვანესია.ყველასთვის ცნობილია, რომ „ვოლვო“შვედური ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელია,ნოვატორია უსაფრთხოების მიმართულებითდა ცდილობს, მინიმუმამდე შეამციროს უბედური შემთხვევების რისკი. ამ ღირებულებებითა და ფასეულობებით ჩვენი ბრენდი ძალიან ახლოსაა ექიმებთან, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიანადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. სწორედ ეს ყველაფერი აქცევს „ვოლვოს“მსოფლიოში ექიმების საყვარელ ბრენდად და ჩვენც ძალიან კარგად გვესმის მათი პროფესიის სირთულეები და მნიშვნელობა, ამიტომ ყოველთვის გამოვიყენებთ შესაძლებლობას, მადლობა გადავუხადოთ იმ შრომისთვის,რომელსაც ისინი ყოველდღიურად ეწევიან“.

„ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში მოწვეულ ექიმებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, ტესტდრაივზე ისეთი უახლესი მოდელები გამოეცადათ,როგორებიცაა: Volvo XC90, Volvo XC60 და Volvo EC40.

„ვოლვოს“ ყველა ტექნოლოგიური სიახლე ერთ მიზანს ემსახურება - მინიმუმამდე დავიდესავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი და, მით უფრო,ფატალური შედეგების რაოდენობა. სწორედ Volvo XC90-ია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და საქართველოში გაყიდვადი მოდელი, რომელიც,სტატისტიკის მიხედვით, ერთ-ერთია იმ იშვიათ ავტომობილთა შორის, რომელთა ავტოსაგზაო შემთხვევაც ლეტალურად არასდროს დასრულებულა. 

 

დავით ხარაბაძე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი: „ძალიან სიმბოლურია, რომ ექიმების საერთაშორისო დღეს  „ვოლვოს“ შოურუმში სხვადასხვა დარგის ექიმები მოგვიწვიეს, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ აღნიშნული ბრენდი მთავარ აქცენტს უსაფრთხოებაზე აკეთებს. „ვოლვოში“ ადამიანი ყველაზე დაცულად გრძნობს თავს. ჩვენთვის კი, როგორც ექიმებისთვის, სწორედ ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მეც ამ დარგის წარმომადგენელი გახლავართ და სასიამოვნოა, რომ ისეთ დიდ ბრენდთან, როგორიც „ვოლვოა“, საერთო ღირებულებები გვაერთიანებს“.

„ვოლვო ქარ საქართველოს“ მულტიფუნქციურ სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ,გასცნობოდნენ „ვოლვოს” ისტორიასა და ინოვაციებს, რომლებიც საგამოფენო კედელზე იყოწარმოდგენილი. მათ შორის იყო უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი, რომელიც ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიზნით „ვოლვოს“ ინჟინერმა 1959 წელს შექმნა. უსაფრთხოების ღვედი „ვოლვომ“ განზრახ არ დააპატენტა და უსასყიდლოდ გადასცა სხვა ავტომწარმოებლებს, რათა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა. „ვოლვო“ მუდმივად ზრუნავს გარემოზეც და სწორედ მისი ინოვაციაა ლამბდა ზონდი, ბრმა ზონის მანიშნებელი და სხვა მრავალი. ასევე, „ვოლვოს“ მკვლევართა სპეციალური გუნდი ჰყავს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მიდის, ავარიის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს და შედეგების შესაბამისად ცდილობს, მეტი უსაფრთხოებისთვის ავტომობილის ტექნიკური მონაცემები გააუმჯობესოს.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. „ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს  და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.