თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე
11:29:03     02-04-2024
ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით და მასთან თანამშრომლობით თიბისი პირველი კომპანია, რომელმაც გადაამუშავა სარეკლამო ბანერები. გარემოზე ზრუნვის მიზნით, დაძველებულ სარეკლამო ბანერებს, ახალი ფუნქცია შესძინა და მათგან პრაქტიკული ნივთები - ლეპტოპის და ზურგჩანთები შექმნა.
თიბისი, როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, აცნობიერებს პასუხისმგებლობას, თუ რამდენად პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებაზე. სარეკლამო მასალების გადამუშავების ინიციატივაც მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
თიბისიმ 2023 წელს რაგბის მსოფლიო თასს მასშტაბური მხარდასაჭერი კამპანია „ერთად გავიმარჯვებთ“ მიუძღვნა, რომლის ფარგლებში ვიდეორგოლთან, რაგბის მატჩების საჯარო ჩვენებებთან და სხვა მრავალ აქტივობებთან ერთად შექმნა სარეკლამო ბანერების სერია. ახლა ისინი გადამუშავდა და ზურგჩანთებად გადაიქცა. პროექტის პარტნიორია კომპანია „ალმა“.
„ერთად გავიმარჯვებთ“ პირველი კამპანიაა, რომლის ფარგლებშიც სარეკლამო ბანერები გადამუშავდა. თიბისი გეგმავს, რომ გამოყენებული სარეკლამო ბანერებით, ახალი პროდუქციის შექმნა ტრადიციად აქციოს და მათგან ლამაზი და პრაქტიკული ნივთები შექმნას.