თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს - მოსწავლეების ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი
13:33:51     26-03-2024
თბილისში, ერთ-ერთ სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
განათლების სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.