თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, Euromoney-სგან 2 ჯილდო მოიპოვა
12:25:38     12-03-2024
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, წელსაც დაასახელა საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად.
თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური მიდგომები.
აღნიშნული ჯილდო თიბისის მიერ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული არაერთი პროექტის შედეგია. მათ შორის აღსანიშნავია თიბისი ბანკის და EBRD-ის ერთობლივი ტრანზაქცია, რომლის ფარგლებშიც, თიბისიმ ფაქტორინგის დაფინანსებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, ფინანსური რესურსი მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - კავკასიაში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-იმ ფაქტორინგის დაფინანსების რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა.
„მოქნილი პროდუქტებით, თანამედროვე პლატფორმებითა და საერთაშორისო ბაზრებზე მსხვილი ფინანსური პარტნიორებით, სულ უფრო მეტ კომპანიას ვაძლევთ შესაძლებლობას იმპორტ-ექსპორტის პროცესში წარმატებით ჩაერთონ. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, წლებია მსხვილი საერთაშორისო გამოცემები და ორგანიზაციები გვაჯილდოებენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტები და მომსახურება, ის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო, რომლის დამსახურებითაც, Euromoney-იმ საქართველოში 2024 წლის საუკეთესო კორპორატიულ ბანკად დაგვასახელა“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი - 46%-ს, პორტფელი კი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს.
2023 წელს თიბისი, აღნიშნული მიმართულებით, EBRD-ის, ADB-ის, Global Finance-ისა და Euromoney-ის ჯილდოების მფლობელი გახდა.