ზამთრის სპორტი საქართველოში

  17:07:41     20-02-2024

როცა თოვლი საქართველოს მთიანეთს ფარავს, ზამთრის სპორტის მოყვარულთა გულები სულ სხვანაირად იწყებს ფეთქვას. მთიან საქართველოში ზამთრის აქტივობების არჩევანი მრავლადაა. ზოგი მათგანი უფრო ექსტრიმის მოყვალურთათვის არის, ზოგიც - კი მშვიდი გართობის. ამ სტატიაში ვისაუბრებთ ზამთრის სპორტზე, რომელი სახეობები და რა დონეზე არის განვითარებული ჩვენთან.

თხილამურებით სრიალი სვანეთში, გაუკვალავი ტრასები გუდაურში:

საქართველო ამაყობს მსოფლიო დონის სათხილამურო კურორტებით, რომლებიც მასპინძლობენ ნებისმიერი დონის მოთხილამურეს.

სვანეთი ნამდვილად გამოირჩევა თავისი სათხილამურო ბილიკებით და ორი მნიშვნელოვანი ზამთრის კურორტით: თეთნულდითა და ჰაწვალით. აქაური ხელუხლებელი, გაუკვალავი ფერდობები იდეალურია ექსტრიმის მოყვარული მოთხილამურეებისთვის.

თეთნულდისა და ჰაწვალის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ სვანეთის თვალუწვდენელი მთები სრიალს ნებისმიერი მოთხილამურესთვის კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

 

გუდაური, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სამთო-სათხილამურო კურორტია. ბუნებრივია, აქაური ტრასები ერთ-ერთი საუკეთესოა მოთხილამურეებისთვის. არსებობს კიდევ ერთი სპორტი, ჰელისკი. ჰელისკი გაუკვალავ თოვლში სრიალის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სახეობაა. გუდაური სპორტის ამ სახეობისთვის საუკეთესოა, იმიტომ რომ აქ უამრავი მწვერვალია, შესაბამისად კი უამრავი გაუკვალავი ადგილიცაა.

მნიშვნელოვანია, რომ გაუკვალავში სრიალი მოთხილამურის მაღალა პროფესიონალიზმსაც მოითხოვს. ეს შიშისა და სიამოვნების მომგვრელი უდიდესი თავგადასავალია, რომელიც, თუ გამოსცადეთ, ალბათ, არასოდეს დაგავიწყდებათ.

საქართველოს ნებისმიერ კურორტზე თხილამურების ქირაობა დამსვენებელს ადგილზევე შეუძლია. საკუთარი თხილამურების შეძენა არც ისე იაფი სიამოვნებაა. მათი ფასი 500 ლარიდან იწყება და შეიძლება 3000 ლარზე მეტსაც შეადგენდეს.

სნოუბორდი და ციგურებით სრიალი ბაკურიანში:

სნოუბორდის მოყვარულებს საქართველო დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს დაწყებული ბაკურიანის უხეში ფერდობებიდან მესტიის რთულ ტრასებამდე.

თავისი მრავალფეროვანი რელიეფით საქართველო ამ სპორტის მოყვარულებს ადრენალინით გაჟღენთილ თავგადასლებს პირდება.

მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს სნოუბორდს, ბაკურიანი საუკეთესო ადგილია.

ბაკურიანი ბორჯომის რაიონში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. აქ 2023 წელს სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატიც გაიმართა, რაც მის დიდ პოტენციალს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ციგურებით სრიალი ბავშვების საყვარელი გასართობია. თუმცა ეს სპორტი, თუ მას სერიოზულად შევხედავთ, საკმაოდ სერიოზულ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. საციგურაო მოედანი ბაკურიანში ემსახურება ყველა ასაკის ადამიანს. აქ ინსტრუქტორის აყვანაც შესაძლებელია.

ჰაიკინგი ყაზბეგში:

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი სათხილამურო კურორტია, ზამთრის სპორტში არ უნდა გამოგვრჩეს ჰაიკინგის გამოყოფა, რომელიც უნიკალურ და დაუვიწყარ გამოცდილებას გვთავაზობს.

ყაზბეგი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუთხე, ზამთრის ჰაიკინგისთვის იდეალური ადგილია. გაყინული პეიზაჟების გავლით, ტურისტებს შეუძლიათ შეხვდნენ საქართველოს ზამთრის პეიზაჟების უბადლო სილამაზეს.

ყინულზე ასვლა უშგულში:

თავგადასავლების ნამდვილ მოყვარულებს უშგულში, სვანეთში, ყინულზე ასვლის შესანიშნავი შესაძლებლობა გელოდებათ.

გაყინული ჩანჩქერები და კლდეები ზამთრის თვეებში გადაიქცევა რთულ, მაგრამ მომხიბვლელ გამოცდილებად სპორტული ადამიანებისთვის, მათთვის, ვისთვისაც სიმაღლეების დაპყრობა ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ამინდში მიმზიდველია.

სვანეთში გამოცდილი გიდები დაგეხმარებიან ყინულოვანი რელიეფის დაძლევაში.

დასასრულს, საქართველო გთავაზობთ ზამთრის სპორტის მრავალფეროვან არჩევანს.  ამის საშუალებას მას უხეში და მთაგორიანი რელიეფი აძლევს.

ქვეყანა იწვევს ექსტრიმისა და ზამთრის სპორტის მოყვარულებს განიცადონ თხილამურებით სრიალის, სნოუბორდის, ჰაიკინგის, კლდეზე ცოცვისა თუ სხვა სპორტის მღელვარება მთის განსაცვიფრებელი პეიზაჟების ფონზე. თავისი მდიდარი კულტურით, ცნობილი სტუმართმოყვარეობითა და თავგადასავლების უსაზღვრო შესაძლებლობებით, საქართველო მართლაც მიმზიდველი ადგილია ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის მთელ მსოფლიოდან.

თუ ზამთრის რომელიმე სპორტის მოყვარული ხართ, სახეობების გარდა, ქართულ კურორტებზე დასარჩენი ადგილის ტიპებზეც შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ გადაწყვეტილება. სად გაატარებდით თქვენს ზამთრის დღეებს?! მესტიაში მდებარე სასტუმროები გირჩევნიათ თუ ბაკურიანის გესთჰაუსები, ან იქნებ ბინები დღიურად გუდაურში?! მოკლედ, აქ ყველაფერია, რომ ზუსტად ის მიიღოთ, რაც გსურთ. ასე რომ, ჩაალაგეთ თქვენი აღჭურვილობა და მოემზადეთ დაუვიწყარი მოგზაურობისთვის ზამთრის საოცრებათა ქვეყანაში.