ქალი, რომელიც 27 წუთით მოკვდა, ამბობს, რომ სამოთხე იხილა
22:49:11     15-02-2024
ტინა ჰაინსი, რომელიც ინფარქტის გადატანის შემდეგ, გონს მოვიდა, ახლობლებს შემდეგი სიტყვებით შეეგება: "ის არსებობს"
შემთხვევა არიზონაში, ფენიქსში მოხდა. ტინა ყოველთვის ჯანმრთელი ადამიანი იყო. ის მეუღლესთან ერთად სეირნობდა, როდესაც უეცრად მიწაზე დაეცა და გალურჯდა, მეუღლემ მას პირველადი დახმარების აღმოჩენა მომენტალურად დაუწყო.
სასწრაფო დახმარების ავტომობილში ტინას გული ექვსჯერ გაუჩერდა და მედიკოსებს მძიმე მანიპულაციების ჩატარება მოუწიათ მის ასამუშავებლად საავადმყოფოში მიყვანამდე.
ტინასა და მისი ოჯახის წევრების განცხადებით, პაციენტი 27 წუთის განმავლობაში ფაქტობრივად გარდაცვლილი იყო.
ტინა საავადმყოფოში ინტუბაცია ჩაუტარდა, შესაბამისად მას საუბარი არ შეეძლო, გონს მოვიდა თ არა, კალამი და ფურცელი ითხოვა და ადაწერა:"ის არსებობს"
მოგვიანებით, როცა მას უკვე შეეძლო საუბარი განაცხადა: "სამოთხე ისეთი ნათელი ფერებითაა მოცული და ყველაფერი ვიბრირებს!"
თუ ოთხი შვილის დედას დავუჯერებთ, სიკვდილის შემდეგ სიცოცხე მართლაც არსებობს.