„თეგეტა ჰოლდინგი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება

  20:02:52     07-02-2024

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და იმედს ვიტოვებთ, რომ  სტიქიის დროს დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში.  

6-7 თებერვალს მომხდარმა სტიქიამ განსაკუთრებით ბაღდათის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სამწუხაროდ, მეწყრულ პროცესებს მსხვერპლი მოჰყვა, რამდენიმე პირის მიმართ კი ძებნა-შველის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

 

აქვე გვინდა, ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ სამაშველო სამუშაოებში ჩართული მეხანძრე-მაშველების მიმართ, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ სტიქიის ზონაში.

ბაღდათის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს „თეგეტა ჰოლდინგი“ დაეხმარება.