ვისენტე ბლასკო იბანესი - პოლიტიკიდან ხელოვნებამდე
10:40:37     05-09-2011
ვისენტე ბლასკო იბანესი, ესპანელი რეალისტი ნოველისტი, სცენარისტი და კინორეჟისორი, დაიბადა ვალენსიაში, ღარიბი კომერსანტის ოჯახში. საშუალო სასწავლების დამთავრების შემდეგ, მშობლების სურვილით, იძულებული იყო დაემთავრებინა იურიდიული ფაკულტეტი, მაგრამ უარი განაცხადა ვექილის კარიერაზე. იბანესი არაერთხელ განდევნეს, მრავალჯერ დააპატიმრეს, მაგრამ ვალენსიიდან დეპუტატად არჩევის შემდეგ გაანთავისუფლეს. იბანესი თანდათან დარწმუნდა პარლამენტური ბრძოლის უნაყოფობაში, 1909 წელს უარი თქვა დეპუტატობაზე, დატოვა ესპანეთი და ამერიკაში გაემგზავრა. მაგრამ მერე კვლავ დაბრუნდა ესპანეთში და განაგძო ოთხი წლით მიტოვებულ შემოქმედებითი საქმიანობა.მრავალმხრივია XIX საუკუნის ამ დიდი რეალისტი მწერლის შემოქმედება. მან რომანტიკული ტრადიციებით დაიწყო და თანდათან მივიდა კრიტიკული რეალიზმის აღიარებამდე. წარსულში წერდა ისტორიული ხასიათის რომანებს. 1894-1902 წლებში გამოვიდა მთელი სერია რომანებისა და მოთხრობებისა ვალენსიელთა ყოფა-ცხოვრებაზე. ბლასკო იბანესმა შთამომავლობას მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში შევიდა.