„ქართულმა ბრენდის დღემ“ 2023 წლის გამარჯვებულები დაასახელა

  12:19:28     24-12-2023

20 დეკემბერს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ წლის გამორჩეული მოვლენა - „ქართული ბრენდის დღე 2023“ აღინიშნა. დაჯილდოების ცერემონიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ანშლაგით ჩაიარა. პრესტიჟული ჯილდოს მისაღებად სცენაზე ერთმანეთს წარმატებული ქართული კომპანიების პირველი პირები და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები ცვლიდნენ. მათ შორის იყო მსოფლიო დონის პიანისტი ალექსანდრე კორსანტია და „სთორის“ ულამაზესი წამყვანი თათია შარანგია. ის სცენაზე შვილებთან ერთად ავიდა და მაყურებელს კიდევ ბევრ საინტერესო ისტორიას დაპირდა. ასევე წარმატებული  ტელეგადაცემისთვის დაჯილდოვდა ერთი კვირის წინ დახურული „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქეც“, რომელიც  სცენამდე მქუხარე ტაშმა მიაცილა.

რა თქმა უნდა, ღონისძიებას ბიზნესელიტა და საზოგადოების არაერთი გამორჩეული სახე ესწრებოდა. ყველასთვის საყვარელმა პოეტმა- ტარიელ ხარხელაურმა ექსპრომტადლექსი წაიკითხა და დამსწრე საზოგადოება მონუსხა. იყო სიმღერა - ჯგუფ „გორდელას“ გოგონებმამაყურებელს ახალი წელი „საახალწლოთი“ მიულოცეს;ჩვენება -  ყველასთვის კარგად ცნობილმა ქართული სამოსის ბრენდმა „ფაფანაკმა“ მისი ულამაზესი კოსტიუმები ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ  GGRC -ის ექიმებს მოარგო და რა თქმა უნდა, ქართული ცეკვა.

ღონისძიების კულმინაცია  ბრენდ-პერსონის გამოვლენა-დაჯილდოება გახლდათ - 2023 წლის ბრენდ-პერსონად ნუგზარ რუხაძე დასახელდა, მას „ქართველი ლარი კინგი“ უწოდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიებაზე მოსულ 300-მდე ადამიანსშესაძლებლობა ჰქონდათ „ნანა არტის“ საოცარი ხელნაკეთინივთები და ელენე კუხალეიშვილის მომაჯადოებელი ნახატები დაეთვალიერებინათ, რომლებიც დარბაზში იყო გამოფენილი. 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ბრენდის დღე“უკვე 21 წელია ყოველი წლის ბოლოს ტარდება და გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში ავლენს: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტიდა ბრენდ-პერსონა.

„ქართული ბრენდის დღე 2023“-ის წლის გამარჯვებულთასრული სია კი ასე გამოიყურება:

ნომინაცია  „ლიდერი“:   ფარმაცევტული კომპანია „PSP ჯგუფი“ ,  ღვინის კომპანია „თელავის ღვინის მარანი“,   თამარ ჩიგოგიძე რადიო ჰოლდინგისთვის „ფორტუნა“,   ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hotsale.ge,სამოსის ბრენდი „ფაფანაკი“, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი  GGRC.

ნომინაცია  „რეპუტაცია და ნდობა“: ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია „დენდრონი“, სარეკლამო პოლიგრაფიული საწარმო  „ფრანი“,სტომატოლოგიური კლინიკა „ესკულაპი“,                                                                                                                             ჯგუფი „გორდელა“, ღვინის კომპანია „ძმები ხუციშვილების მარანი“, რესტორანი „თაშრე“, ინტერნეტ-ტელევიზია „ინკოგნიტო“, ტურისტული კომპანია Airlines Travel, სასტუმრო „ვილა პროვანსი“,  ხელოვნებისა და სპორტის აკადემია „სივრცე N1“.

 

ნომინაცია  „წარმატებული ახალი  ბრენდი“:  სასტუმრო „ზერტა“,  ოსკარ შინდლერის აკადემიის ბრენდი EL DEVID.

ნომინაცია  „წარმატებული პროექტი“:  „60 +“ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის.

ნომინაცია  „წარმატებული საერთაშორისო პროექტი“: „საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი“, „სამოსი სამშობლო“.

ნომინაცია  „საერთაშორისო აღიარება და წარმატება“:  თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზი“

ნომინაცია  „წარმატებული ტელეპროექტი“:  „სთორი“, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“                                                                                    

ნომინაცია  „ბრენდ-პერსონა“: ნუგზარ რუხაძე.

ასევე დაჯილდოვდნენ: ნატალია კვანტალიანი წარმატებული ქართული ბრენდების შექმნისთვის და რაფიელ გელანტია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში  შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.