მოგზაურობის 25 წელი - თეგეტა მოტორსი და ბრიჯსტოუნი პარტნიორობის საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ
19:06:25     20-12-2023
საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ „თეგეტამ“ და მსოფლიოში საბურავების მწარმოებელმა წამყვანმა ბრენდმა „ბრიჯსტოუნმა“ თანამშრომლობის 25 წლის იუბილე აღნიშნეს. რაც კომპანიებს შორის მყარი თანამშრომლობის დასტურია.
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა“ მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი წამყვანი ბრენდის „ბრიჯსტოუნის“ ოფიციალური დილერი საქართველოში 1998 წელს გახდა. ეს ისტორიული ხელშეკრულება „თეგეტამ“ დაარსებიდან ზუსტად 3 წელში გააფორმა.
25 წლის წინათ საქართველოში Bridgestone-ის პირველი შეკვეთა 500 ერთეულ საბურავს მოიცავდა, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებისთვის. 2022 წელს კი „თეგეტა მოტორსის“ მიერ საქართველოში გაყიდული Bridgestone-ის საბურავების რაოდენობამ 71 ათასს მიაღწია, ხოლო მიმდინარე წელს - დაახლოებით, 80 ათასს.
„თეგეტა“გამორჩეული მოთამაშეა საავტომობილო სექტორში მთელი რეგიონის მასშტაბით, ხოლო Bridgestone-ი საბურავების ინდუსტრიაში აღიარებული, გლობალურ ბრენდია.
„თეგეტა მოტორსისა“ და Bridgestone-ის თანამშრომლობის 25 წლის იუბილე მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი წამყვანი ბრენდის „ბრიჯსტოუნის“ ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა. ღონისძიების ფარგლებში ჟაკ ფურიემ და „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თემურ კოხოძემ თანამშრომლები, „თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ პარტნიორობაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „90-იანი წლების ბოლოს, მოძველებული ავტოპარკის პირობებში, ქართულ ბაზარზე იაპონური პრემიუმ ხარისხის საბურავების შემოტანა მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ორივე კომპანიის უდიდესი ძალისხმევის შედეგად დღეს „ბრიჯსტოუნის“ საბურავების გაყიდვების წილი ყველაზე დიდია სხვა ბრენდებთან მიმართებით. განვლილი 25 წელი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო ორივე ბრენდის განვითარებისა და პოზიციონირებისთვის, ასევე მათი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. პრემიუმ კლასის საბურავების ბრენდის საქართველოში შემოტანა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენად იქცა როგორც ადგილობრივი ავტოინდუსტრიისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის“.
Bridgestone-ი 1931 წელს იაპონიის ქალაქ კურუმეში დაარსდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის საბურავების ფართო არჩევანს სამგზავრო, სატვირთო მანქანებისთვის, სამშენებლო ტექნიკისთვის, თვითმფრინავებისთვის და სხვა ტრანსპორტისთვის, ასევე, სხვადასხვა უახლეს გადაწყვეტილებებს მოწინავე ტექნოლოგიების მხარდაჭერით. ამჟამად, კომპანია ოპერირებს 150-ზე მეტ ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს, დაახლოებით, 130 000 ადამიანი, მსოფლიო მასშტაბით. კომპანია გამოირჩევა წარმოების უმაღლესი ხარისხითა და ინოვაციებით.
Bridgestone-ის საბურავებს რამდენიმე უპირატესობა აქვს, მათ შორის არის გამძლეობა და სტაბილურობა, საწვავის ეკონომია და უსაფრთხო და კომფორტული მოძრაობა ნებისმიერ გარემოში. „თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ პარტნიორობის მთავარი ღირებულება უმაღლესი სტანდარტები და უსაფრთხოებაა.
Bridgestone-ი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთსა და აფრიკაში (Bridgestone EMIA) Bridgestone-ის კორპორაციის რეგიონული სტრატეგიული ბიზნესერთეულია. კომპანია გვთავაზობს პრემიუმ კლასის საბურავების, ტექნოლოგიებისა და მოწინავე გადაწყვეტილებების მრავალფეროვან პორტფოლიოს. კომპანიის ხედვა მოიცავს სოციალური და მომხმარებლის ღირებულების უზრუნველყოფას, როგორც მდგრადი გადაწყვეტილებების კომპანია. Bridgestone-ის E8 ვალდებულება, რომელიც ყოვლისმომცველ და გლობალურ - კორპორაციულ ვალდებულებას გულისხმობს, კომპანიის ღირებულებებს განსაზღვრავს.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „სწორედ ღირებულებებისა და მდგრადი ხედვის თანხვედრა იქცა „ბრიჯსტოუნისა“ და „თეგეტას“ გადაკვეთის მთავარ წერტილად, რამდენადაც ორივე კომპანიისთვის ეკოლოგიასა და მომხმარებელზე ზრუნვა მთავარი მიზანია. სწორედ ამ მიდგომებმა განსაზღვრა „თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ წარმატებული თანამშრომლობა. „ბრიჯსტოუნის“ საბურავების საქართველოში შემოტანით „თეგეტა მოტორსმა“ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საკუთარ ღირებულებებზე: ხარისხი, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, კომფორტი. წარმატებული თანამშრომლობის დასტურია ისიც, რომ 2005 წელს „თეგეტა მოტორსის“, როგორც „ბრიჯსტოუნის“ დილერის, სტატუსი მისი ოფიციალური დისტრიბუტორობით შეიცვალა“.
„თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ წარმატებული 25-წლიანი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარ მიღწევაა ერთობლივი ღონისძიება - "Bridgestone Black Sea Cup" რბოლა , რომელიც საქართველოში 2006 და 2017 წლებში იმართებოდა. ყველას, ვისაც გააჩნდა მართვის მოწმობა ან პროფესიული მრბოლელის მოწმობა მონაწილეობდა ამ ავტორბოლაში. მასშტაბური ღონისძიების მთავარი მიზანი იყო Bridgestone-ის, როგორც პრემიუმ ბრენდის პოპულარიზაცია და, ასევე, ახალგაზრდა თაობაში საავტომობილო სპორტის განვითარების მხარდაჭერა.
„თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნს“ შორის მეოთხედსაუკუნოვანი პარტნიორობა 2023 წელს საქართველოში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით აღინიშნა.