"ხვალ პირველი დეკემბერია, ვიფრთხილოთ და ყურადღებით ვიყოთ" – ასტროლოგი საოზოგადოებას აფრთხილებს
16:16:56     30-11-2023
ასტროლოგი ხათუნა ნოელი პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ საუბრობს და აღნიშნული თემით დაინტერესებულ პირებს მნიშვნელოვან რეკომენდაციას აძლევს.
„ხვალ პირველი დეკემბერია, მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. მე-18, მე-19 დღეებს გადის. მე-19 დღის სიმბოლო არის ობობა, ეს დღე თავის თავში გარკვეულ საშიშროებებს მოიცავს. მათ შორის, მოწამვლის. მოგეხსენებათ, ობობა შხამიანი მწერია, ასევე სიმბოლოა, ვიღაცის დაგებულ მახეში, ხაფანგში მოხვედრის. ვიფხიზლოთ, ფრთხილად და ყურადღებით ვიყოთ, ამ დღეს, რა მედიკამენტებსა და საკვებს ვიღებთ. ჰარმონიული ასპექტებიც გვაქვს, მაგრამ ნეგატიურიც არის,“ - ამბობს ასტროლოგი.