Europcar Georgia-ს ავტოპარკს Geely Coolray დაემატა
18:01:17     28-11-2023
Europcar Georgia-ს მომხმარებელს Geely Coolray-ს მართვის შესაძლებლობა აქვს. Geely Sakartvelo-მ ავტომოყვარულების კომფორტისთვის შექმნილი თანამედროვე Geely Coolray Europcar Georgia-ს ავტოპარკში უკვე განათავსა.
ავტომობილების გაქირავების კომპანიამ პირველ ეტაპზე 11 Geely Coolray შეიძინა, რომლებიც პირველივე დღეს ორგანიზაციებმა გრძელვადიანად იქირავეს. სწორედ ეს პოზიტიური უკუკავშირი გახდა საფუძველი ორი კომპანიის სამომავლო პარტნიორობისა. Europcar Georgia-ს ავტოპარკში -ს ავტომობილების რაოდენობა მალე გაიზრდება.
სანდრო საყვარელიძე, Europcar Georgia-ს დირექტორი: „Geely Coolray Europcar-ის ავტოპარკს კომპანიის სტაბილურობის დასტურად და მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად დავამატეთ. ეს მოდელები იდეალურია მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტი კომფორტი, უსაფრთხოება და ავტომობილის თანამედროვე დიზაინია. Jeely Collray კარგი არჩევანია კომპანიებისთვის, რადგან კომფორტი ბევრად აჭარბებს ავტომობილის ფასს. ავტოპარკში არსებული 11 Geely Coolray პირველივე დღიდან გრძელვადიანად გაქირავდა ორგანიზაციებზე. ეს მაღალი ინტერესი Geely Auto-ს ავტომობილების მიმართ თანამშრომლობის განვითარებისკენ გვიბიძგებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Geely Coolray-ს რაოდენობა Europcar-ის ავტოპარკში გავზარდოთ. მალე ის ქართველი და უცხოელი ფიზიკური პირებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება, გაქირავების ფასი კი - ყველა მსურველისთვის მისაღები“.
საავტომობილო ბრენდის Geely Auto-ს ცნობილი მოდელი - Geely Coolray ქართულ ბაზარს Tegeta Cars-მა ორი თვის წინ წარუდგინა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ ავტომობილი საქართველოშიც პოპულარული გამხდარიყო. ოფიციალური წარდგენიდან ზუსტად ერთ თვეში Geely Coolray-ს მარაგი განახევრდა. ახლა კი ავტომობილის მართვის შესაძლებლობა Europcars-ის მომხმარებელსაც ექნება.
გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „Europcars-ის ავტოპარკში ავტომობილის განთავსება ნიშნავს იმას, რომ მოდელი გამორჩეულია როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკური მახასიათებლებით. ასევე დასტურია, რომ მაღალია მოთხოვნა და ინტერესი მომხმარებელთა მხრიდან. Geely Coolray გამორჩეულია კომფორტული ინტერიერითა და ინოვაციური მახასიათებლებით. ბრმა ზონის მართვის ფუნქცია, ადაპტიური კრუიზ კონტროლი, 360-გრადუსიანი კამერა, პარკირების ავტომატური სისტემა და უკონტაქტო დაქოქვა ავტომობილს განსაკუთრებულს ხდის. ამ უნიკალური მახასიათებლების მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Geely Coolray-ს გაყიდვებმა მოლოდინსაც გადააჭარბა“.
კომფორტულ ავტომობილად ტრანსფორმირებული Geely Coolray-ს შემდეგ მალე თბილისის ქუჩებში ორი ახალ მოდელი - Geely Monjaro და Geely Tugella - გამოჩნდება.
Tegeta Cars მომავალი წლის ბოლოდან საქართველოში Geely Auto-ს ახალი შოურუმის გახსნასაც გეგმავს. სერვისცენტრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
Geely Coolray, რომელიც ბრენდის პირველი ავტომობილია ქართულ ბაზარზე, მძღოლის დამხმარე სისტემებითა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მას 1.5 მოცულობის, 172 ცხენის ძალის ოთხცილინდრიანი ძრავა და 190 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე აქვს. ავტომობილი გამოირჩევა კომფორტული ინტერიერითა და ინოვაციური მახასიათებლებით: ბრმა ზონის მართვის ფუნქცია, ადაპტიური კრუიზ კონტროლი, პანორამული სახურავი, 360-გრადუსიანი კამერა, პარკირების ავტომატური სისტემა და სხვა.
Geely Holding მრავალეროვნული საავტომობილო ბრენდია, რომელიც ჩინეთში მეშვიდე ადგილს იკავებს უმსხვილეს ავტომწარმოებლებს შორის. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.