საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვივა დეველოპმენტი ახალ პროექტს -„დევიდსვილს“ ახორციელებს

  15:25:53     27-11-2023

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, ვივა დეველოპმენტი ახალ სამშენებლო პროექტს - „დევიდსვილს“, აღმაშენებლის ხეივანზე ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 8,4 მილიონი აშშ დოლარია, რომელიც სრულად საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსდა.

 

ახალი კომფორტ კლასის თანამედროვე კომპლექსი „დევიდსვილი“ 5 615 კვადრატულ მეტრზე აშენდება და ის სამ საცხოვრებელ ბლოკს - ორ 11 სართულიან და ერთ 7 სართულიან კორპუსს, ჯამში 280 ბინას აერთიანებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ერთ სივრცეში გაერთიანდება საცხოვრებელი, რეკრეაციული, საბავშვო და კომერციული სივრცეები. კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა გამწვანებული მოსასვენებელი სივრცე, საბავშო, გასართობი მოედანი და საპარკინგე ზონა. სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.

 

“ვივა დეველოპმენტი ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს. კომპანიის წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ხარისხიან მასალებთან და ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ერთად ჩვენი გუნდია, რომელიც პროდუქტის შექმნის სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად არის ჩართული. ხარისხიანი სამშენებლო მასალების შერჩევის პროცესს, მშენებლობის მიმდინარეობას და ინფრასტრუქტურის შექმნას ევროპული სტანდარტების შესაბამისად დარგის ექსპერტები რეგულარულად აკონტროლებენ, რაც პროექტების განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობასა და დასრულებას განაპირობების. ამ ეტაპისთვის, ვივა დეველოპმენტს სამი მიმდინარე და 3 დასრულებული პროექტი აქვს თბილისსა და ზუგდიდში, რომლებიც ჯამში 1700 საცხოვრებელ ბინას აერთიანებს. „დევიდსვილი“, ისევე როგორც ვივა დვეელოპმენტის მიერ განხორციელებული სხვა საცხოვრებელი კომპლექსები, მინიმალისტური, დახვეწილი ექსტერიერითა და ბინების ოპტიმალური გეგმარებებით გამოირჩევა, რაც მაქსიმალურად მორგებულია მომავალ მობინადრეებზე და ორიენტირებულია მათ კომფორტზე. ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს განაპირობებს მომხმარებლის არჩევანს ჩვენს კომპანიაზე“, - განაცხადა ვივა დეველოპმენტის დამფუძნებელმა, დავით ჭაჭიაშვილმა.

 

“საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ერთ - ერთი პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ჩვენს პორტფელში. ვივა დეველოპმენთან წლებია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ წარმატებით არაერთი სამშენებლო პროექტი განახორციელა, როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდში, რაც რეგიონის განვითარების კუთხით ძალიან მნიშნელოვანია. ახალი პროექტი „დევიდსვილი“ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელსაც ვივა დეველოპმენტი ახორციელებს და მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის  სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერასა და გაძლიერებას“, - განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.