საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ტერმინალის აქციას სთავაზობს

  15:05:57     15-11-2023

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული სერვისების თუ პროდუქტების შეთავაზებას. ამჯერად, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს ტერმინალით მომსახურების ფარგლებში აქციას სთავაზობს. ის მომხმარებლები, რომლებიც ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოს ბანკის  სტანდარტულ ან ჭკვიან ტერმინალს სტანდარტული საკომისიოს პირობით, პირველად აიღებენ,  აქციაში ჩართვის თარიღიდან 3 თვე ფიქსირებული საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ.

 

საქართველოს ბანკის ტერმინალი ბიზნეს მომხმარებლებს სხვადასხვა უპირატესობას სთავაზობს, კერძოდ:

  • სხვადასხვა ბარათით გადახდის მიღება (Visa, MasterCard, American Express, Diners Club/Discovery, Union Pay, JCB და Georgian Card);
  • თანხის მომენტალურად ასახვა  ბიზნესის ანგარიშზე;
  • გადახდების და სტატისტიკის დამოუკიდებლად დათვალიერება ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით;
  • გადახდების მართვის პროცესში პერსონალური მენეჯერის დახმარება;
  • სპეციალური ცხელი ხაზით სარგებლობა 24/7 - ზე.

 

გარდა ამისა, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს ბანკის სხადასხვა  აქციით ისარგებლონ, რაც  ხელს შეუწყობს მათ, მოიზიდონ ახალი მომხმარებლები და შესაბამისად, გაზარდონ ბიზნესი. ასევე აღსანიშნავია, რომ ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მათი მომხმარებლები ტერმინალზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას ~ PLUS ან MR ქულებს დააგროვებენ.

 

„საქართველოს ბანკის მთავარ ღირებულებას მომხმარებელი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია  დროულად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და  მივაწოდოთ მათზე მორგებული შეთავაზებები. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს ჭკვიანი ტერმინალით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მათ, საშუალებას მისცემს ერთი მოწყობილობით მიიღონ როგორც უნაღდო გადახდები, ასევე  ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში ისარგებლონ საკონტროლო-სალარო აპარატის ფუნქციით.  ჩვენ არ ვჩერდებით, აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განვითარებას, მომხმარებლებზე ზრუნვას და  მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას, რომლებიც მათ ბიზნეს პროცესების მართვას გაუმარტივებენ.“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში

აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს