საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მულტიფუნქციური კომპლექსი „ლისი ტრიო“ შენდება

  14:24:27     08-11-2023

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით “ლისი თაუერსი” მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტ - „ლისი ტრიოს“ , ლისის ტბის მიმდებარედ, ამაშუკელის ქ. #5 - ში ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 35 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 24.5 მილიონი აშშ დოლარია.

 

საცხოვრებელი კომპლექსი 60  000 კვადრატულ მეტრზე გაშენდება. ის სამ, თხუთმეტ სართულიან კორპუსს გააერთიანებს.  პროექტის ფარგლებში, ჯამში, 60 განსხვავებული ტიპის, 300 ბინა აშენდება.

 

კომპანია 2017 წლიდან მომხმარებლებს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შექმნილ, ჰარმონიულ, ჯანსაღ და უსაფრთხო დეველოპერულ პროექტებს სთავაზობს. აღნიშნული პროექტი კი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გულისხმობს, რომელიც სამუშაო სივრცეებს, აუზს,  სამი სახეობის სპას,  ბავშვებისთვის ღია და დახურულ ზონებს, კერძო საბავშვო ბაღს, საპარკინგე სივრცესა და რეკრეაციული ზონის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო და 2027 წელს დასრულდება.  ლისი ტრიოს გუნდი პარალელურად რამდენიმე სამშენებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა ნუცუბიძის ქუჩასა და მოსკოვის გამზირზე „თბილისი ისტ საიდის“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. კომპანია სამომავლოდ რეგიონების ურბანულ განვითარებას ისახავს მიზნად“ - განაცხადა მარიამ ხუციშვილმა, ლისი თაუერსის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა.

 

„საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს, რადგან მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სექტორის განვითარება ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მულტიფუნქციური პროექტი - „ლისი ტრიო“ ხორციელდება. კომპანია სამომავლოდ მასშტაბური გეგმები აქვს და მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ. ჩვენ  აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას.“ - აღნიშნა გიორგი სახვაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების სექტორის უფროსმა.