
"ევროკავშირის გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი" – სალომე ზურაბიშვილი
14:35:43     03-11-2023
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქცს:
"გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს", - წერს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი ამ პოსტით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის, განცხადებას ეხმაურება. გუშინ ბერბოკმა თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეოპოლიტიკური შედეგი იქნება.