"ოცნებამ" დაიწყო რუსების შემოსევის ლეგალიზაცია
14:10:25     03-11-2023
პარტია "ლელო" "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონში იმ ცვლილების შეტანას ეხმაურება, რომლითაც მოქალაქეობის მიღება მარტივდება.
პარტიის წევრის, თაზო დათუნაშვილის თქმით, ამით საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებით "დემოგრაფიული ჩანაცვლება" მოხდება. ის ასევე აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქის ქვეყანაში დარჩენისა და მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას.
"ქართულმა ოცნებამ" დაიწყო საქართველოში რუსების შემოსევის ფაქტიური ლეგალიზაცია. კერძოდ, პირველ ნოემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, მარტივდება საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი. ეს ნიშნავს, რომ იმ ათობით ათას რუსეთის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში დასახლდა და აპირებს, რომ გახდეს ამ ქვეყნის მოქალაქე, მიეცემა ბევრად უფრო მარტივად უფლება, რომ გახდნენ ამ ქვეყნის მოქალაქეები.
"ლელოში" მთელი ძალით ვეწინააღმდეგებით საქართველოში ჩანაცვლების, დემოგრაფიული ჩანაცვლების გამიზნულ პოლიტიკას, რომელსაც "ქართული ოცნება" აწარმოებს. ის, რაც ვერ მოახერხა ორჯონიკიძემ და სტალინმა, იმას ახერხებენ ღარიბაშვილი, კობახიძე და ივანიშვილი. ეს არ უნდა დავუშვათ," - განაცხადა დათუნაშვილმა.