სწრაფი და გემრიელი რეცეპტები სოსისით
17:16:42     31-10-2023
გიზიარებთ სწრაფ და გემრიელ რეცეპტებს, რომლის მთავარი ინგრედიენტი სოსისი „ცეროდენაა“. ეს რეცეპტები იდეალურია როგორც ვახშმისთვის, ასევე სკოლის ლანჩბოქსისთვისაც.
გამომცხვარი ტოსტები სოსისით და ყველით
საუზმისა და ლანჩის იდეა 4 ინგრედიენტით. მოსამზადებლად დაგჭირდებათ დაახლოებით 15-20 წუთი და გემრიელი ტოსტი მზად იქნება.
ინგრედიენტები:
- ტოსტის პური 6 ნაჭერი
- ყველის ფირფიტა 6 ც.
- სოსისი „ცეროდენა“ 12 ცალი
- გახეხილი სულგუნი ან მოცარელა ზემოდან მოსაყრელად
- კვერცხი
მომზადების წესი:
- დაგჭირდებათ ტოსტის პური, რომელიც უნდა გააბრტყელოთ იმისთვის, რომ მარტივად გადაკეცოთ.
- დაადეთ ზემოდან ყველის ფირფიტა, „ცეროდენას“ 2 პატარა სოსისი და გადაკეცეთ.
- ამოავლეთ კვერცხში. უმჯობესია დაამაგროთ ჩხირით, რომ ცხობის დროს არ დაიშალოს.
- ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი, რომელიც ცხობის დროს დაადნება და კიდევ უფრო გემრიელს გახდის.
- გამოაცხვეთ ღუმელში და მიირთვით გემრიელად!
ძალიან მარტივი და განსხვავებული რეცეპტი სენდვიჩებისა და ჰოთდოგების მოყვარულებს
ეს რეცეპტი გამოგადგებათ ლანჩის იდეად.
ინგრედიენტები
- ბულგარული წიწაკა
- სოსისი „ცეროდენა“
- პური
- ყავისფერი შაქარი 1 ჩ/კ.
- სოიოს სოუსი 1 ჩ/კ.
- მდნარი ყველი
მომზადების წესი
- ბულგარული წიწაკა დაჭერით გრძელ ზოლებად და გადაიტანეთ ცხელ ტაფაზე. მოაყარეთ 1 ჩ/კ ყავისფერი შაქარი, სოიოს სოუსი და მოშუშეთ მაღალ ცეცხლზე.
- შეწვით სოსისები ტაფა გრილზე და დაიწყეთ სენდვიჩის აწყობა.
- სენდვიჩის პური გაჭერით სანახევროდ, მოათავსეთ შიგნით მდნარი ყველი, მოშუშული წიწაკა, სოსისი, კვლავ მოშუშული წიწაკა და მზად არის.
სპაგეტი სოსისით
ინგრედიენტები:
- სპაგეტი 150 გ.
- სოსისი „ცეროდენა“ 4 ცალი
- კარაქი
- ნიორი 1 კბილი
- პომიდვრის სოუსი - 300-400გ
- ნაღები - 100გ
- შაშკვლავი, ოხრახუში, ორეგანო
- არაჟანი
- პარმეზანი
მომზადების წესი:
- მოხარშეთ სპაგეტი. სოსისი „ცეროდენა“ გაჭერით შუაზე. შეწვით პატარა ქვაბში ან ღრმა ტაფაზე კარაქთან და დაჭრილ ნიორთან ერთად.
- სოსისები ამოიღეთ ქვაბიდან და შემწვარ ნიორს დაასხით გახეხილი პომიდორი.
- მოაყარეთ ორეგანო და არაჟანი. აურიეთ.
- სოუსში ჩააბრუნეთ შემწვარი სოსისები და დაუმატეთ მოხარშული სპაგეტი.
- დაუმატეთ დაჭრილი ცოცხალი მწვანილი, გახეხილი პარმეზანი და ფრთხილად ამოურიეთ. გადაიტანეთ თეფშზე და გემრიელად მიირთვით!
სოსისები ფენოვან ცომში
სოსისები ფენოვან ცომში იდეალურია სკოლის ლანჩისთვის.
ინგრედიენტები:
- მზა ფენოვანი ცომი
- სოსისი „ცეროდენა“
- კვერცხის გული 1 ც.
- სეზამის მარცვლები
მომზადების წესი:
- მზა ფენოვანი ცომი დაჭერით ზოლებად. სოსისი „ცეროდენა“ გაფცქვენით და შემოახვიეთ ცომის ზოლები.
- ფუნჯით წაუსვით კვერცხის გული და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე, სანამ ცომი არ დაიბრაწება.
გემრიელად მიირთვით!