"ქვეყანა ყარს, ევროკავშირს უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა და ასე მოცემა სტატუსის" – მიხეილ სააკაშვილი

  15:06:28     30-10-2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთვის სტატუსის მოცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: 

"მეგობრებო, პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია, ევროკავშირს პრაქტიკულად უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა, ამ სიმყრალის არ შემჩნევა და ასე მოცემა სტატუსის. მაგრამ ეს პრობლემები არსად არ წავა", – ამბობს სააკაშვილი.