სალათი მაკარონით, ლორითა და ბულგარული წიწაკით
12:27:18     03-09-2011
მასალა:
მაკარონი - 200 გრამი
ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
პომიდორი - 1 ცალი
ლორი - 200 გრამი
ზეითუნის ან მცენარეული ზეთი
მწვანილი
მაიონეზი
ღვინის ძმარი - 1.5-2 სუფრის კოვზი
წიწაკა
მარილი
მომზადების წესი:
დიდი რაოდენობით, მარილიან წყალში ვხარშოთ მაკარონი 8 წუთის განმავლობაში. წყალი გადავღვაროთ, მაკარონი გავრეცხოთ ცივი წყლით და გადმოვყაროთ საწურზე. მოხარშულ მაკარონს დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და კარგად ავურიოთ. პომიდორი გავრეცხოთ, მოვაცილოთ თესლი და დავჭრათ კუბებად. ლორიც დავჭრათ ან კუბებად ან გრძელ, საშუალო ნაჭრებად. შევურიოთ ერთმანეთს მომზადებული ინგრედიენტები: მაკარონი, ლორი, პომიდორი, დაჭრილი ბულგარული და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ამის შემდეგ, დავუმატოთ ზეითუნის ზეთი, ძმარი, მარილი, წიწაკა და კიდევ ერთხელ კარგად ავურიოთ ერთმანეთში.