"შვილებს ვეტყვი, რომ როგორც მწამდა და მჯეროდა, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი" – მამუკა მდინარაძე
16:03:17     18-10-2023
"ქალბატონო სალომე, მინდა მოგილოცოთ, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია" - მიმართა მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს და პრეზიდენტის გამოსვლის იმ ნაწილს უპასუხა, სადაც ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის წევრებს მიმართა - რას უპასუხებენ საკუთარ შვილებს, როცა პირად კეთილდღეობაში გაცვალეს ქვეყნის ევროპული მომავალი.
"რას ეტყვითო თქვენ შვილებსო, თქვენ რიტორიკულ თუ არარიტორიკულ კითხვაზე პასუხს გაგცემთ - იცით რას ვეტყვი? მე პირადად ვეტყვი, როგორც მწამდა და მჯეროდა მე თავად, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს. ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს და მათ თავს დავიფიცებ, რომ ეს ასე იქნება და ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, არავის დავალებას არ მიიღებს. ამას ვეტყვით ჩვენ შვილებს." თქვა მდინარაძემ ზურაბიშვილის პასუხად.