"ცელქი ბავშვია და მოისურვა ასე, რა ვქნათ... იფიქრა ფანჯრიდან გადავხტები და სახლში ასე უფრო მალე მივალო" – დირექტორის სკოლის მოსწავლეზე, რომელიც სკოლის ფანჯრიდან გადახტა
15:41:28     17-10-2023
"ბავშვური სიცელქით, არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია არც მოსწავლის მხრიდან და არც მასწავლებლის მხრიდან...ზარი რომ დაირეკა იფიქრა გადავხტები ფანჯრიდან და მალე მივალ სახლშიო" - ამბობს იმ სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლეც ფანჯრიდან გადახტა და დაზიანებები მიიღო.
ბავშვი მეთხეკლასელია და როგორც პედაგოგები განმარტავენ, საკლასო ოთახი საიდანაც ის გადახტა, პირველ სართულზეა. სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლე საავადმყოფოში საკუთარი ძალებით გადაიყვანა. მოზარდის ოჯახს სასწავლო დაწესებულებასთან პრეტენზია არ აქვს - "ცელქი ბავშვია და მოისურვა ასე, რა ვქნათ" - ამბობს ბავშვის ბაბუა.
შეგახსენებთ, ინციდენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლაში მოხდა. სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მოსწავლემ მოტეხილობები მიიღო.