"პრეზიდენტი 70 წლის ქალია და უზრდელობს" - ირაკლი კობახიძე

  15:03:55     17-10-2023

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს "პატარა კაცები" უწოდა, ამის საპასუხოდ კი ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი "უზრდელობს": 

"პრეზიდენტი ჰქვია, ყველაფერს რომ თავი დავანებო. თქვა, სირცხვილიაო და ასეთი ტერმინები გამოიყენა. ეს შემაშფოთებელია. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ. ეს იყო უზრდელობა, პრეზიდენტი, 70 წლის ქალია და უზრდელობს",– ამბობს ირაკლი კობახიძე.