"ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ მისწრაფებას, ააშენოს ბაზა ოჩამჩირეში" – NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

  19:11:40     09-10-2023

"ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ მისწრაფებას, რომ ააშენოს ფლოტისთვის ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონში მომავალი დესტაბილიზაციისთვის,- ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 485-შია საუბარი. 

"ძლიერად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ, უკანონო და სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, რომელიც არის რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე ყოველდღიური, ცხადი და ღია მუქარა ალიანსის უსაფრთხოების და ევროატლანტიკური სივრცის მშვიდობისა და სტაბილურობისადმი. ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის ქმედებები ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონის გაზრდილ სტრატეგიული მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, როგორც ეს 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაშია აღნიშნული და საჭიროებს ყოვლისმომცველი შავი ზღვის სტრატეგიის განვითარებას.

ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ მისწრაფებას, რომ ააშენოს ფლოტისთვის ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონში მომავალი დესტაბილიზაციისთვის.

მხარს ვუჭერთ ალიანსის მცდელობა, რომ საჭიროებებზე მორგებული პაკეტი დანერგოს NATO-ს პარტნიორებში, რომლებიც გარე გავლენების მიმართ ყველაზე მოწყვლადნი არიან, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და კვლავ დადასტურდეს 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით, როგორც გაწევრიანების პროცესის განუყოფელი ნაწილი. საჭიროებებზე მორგებული პაკეტის სწრაფი იმპლემენტაცია მოხდეს საქართველოსა და მოლდოვისთვის მაშინ, როდესაც გრძელდება აქტიური მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა, ისევე როგორც მხარდაჭერილ იქნას NATO-ს წევრობისკენ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები რეფორმების დღის წესრიგის განგრძობითობის, მათ შორის საკვანძო დემოკრატიული რეფორმების და ეროვნული წლიური პროგრამის გამოყენებით", – ნათქვამია ერთ-ერთ რეზოლუციაში.