"საელჩოში გვითხრეს, წასვლა თუ გნებავთ ბილეთები იყიდეთ და წაბრძანდითო" - ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქე

  16:17:22     09-10-2023

მოხდება თუ არა ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ამ დროისთვის უცნობია. მოქალაქეების ნაწილი ქვეყანაში ტურისტული მიზნებითაა. ცნობილია, რომ დღეს თბილისში ჩამოფრინდებიან ისრაელში მყოფი ანსამბლ "გორდელას" წევრები.

"როცა დავრეკეთ საელჩოში ესე გვითხრეს, არ ვიცით ჩვენ რომელმა ქვეყანამ რა გამოაცხადაო, ჩვენთვის არავის ეგ ინფორმაცია არ მოუწოდებიაო და წასვლა თუ გნებავთ ბილეთები იყიდეთ და წაბრძანდითო. ძალიან არარეალურია ის, რომ 2 000 ლარი გახდა "ჯირჯიან ეარვეისზე" ბილეთები, რატომ გვწირავენ ასე რომ ვთქვათ იმ ხალხს, ვისაც საქართველოს შვილებს გვიწოდებენ", – აცხადებს სოფო ცარციძე.