"არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზის სექტორს სრულ ბლოკადაში მოაქცევს
16:09:29     09-10-2023
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს, რომ მან გასცა ღაზის სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება.
"არ იქნება დენი, საკვები, საწვავი, ყველაფერი დაკეტილია", - განაცხადა მან.
სრაელი აკონტროლებს ღაზის საჰაერო სივრცეს და მის სანაპირო ზოლს, და ზღუდავს, თუ ვის და რა საქონელს უშვებენ მისი საზღვრის გადაკვეთით.
სულ მცირე 493 ადამიანი დაიღუპა და 2,651 დაიჭრა ღაზაში მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაიწყო საჰაერო თავდასხმები შაბათს დილით, "ჰამასის" თავდასხმაზე საპასუხოდ, განაცხადა პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ.